მოხუცმა ბრძენმა უწინასწარმეტყველა უშვილო ინდოელ მეჭურჭლეს და ბუხარაელ ვაჭარს, რომ ეყოლებოდათ შვილები: გოგო და ბიჭი და როცა გაიზრდებიან, ერთმანეთი შეუყვარდებათ. გავიდა წლები... ბუხარელი ვაჭარი საზეიმოდ აღნიშნავს შვილის სრულწლოვანებას. უამრავ საჩუქრებს შორის, საოცარი სილამაზის ახალგაზრდამ მიიღო ინდოეთიდან გამოგზავნილი დოქი. დოქში ჩაიხედა და წყლის სარკეში მშვენიერი გოგონა დაინახა. ჭაბუკს გულში სიყვარული გაუჩნდა და იზატი შორეულ ინდოეთში გაემგზავრა საყვარელის საძებნელად...